დღეს აღინიშნება კოსმოსში პირველი ადამიანის, იური გაგარინის, გაფრენის 50 წლისთავი

დღეს აღნიშნავენ კოსმოსში პირველი ადამიანის - საბჭოთა კოსმონავტის, იური გაგარინის - გაფრენის 50 წლისთავს. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ რუსეთის კოსმოსური პროგრამა პრიორიტეტული რჩება. მედვედევმა გაგარინის გაფრენა აღნიშნა მოსკოვის მახლობლად მდებარე ფრენის მართვის ცენტრის მონახულებით. იქიდან მან ვიდეოკონფერენციისას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან, სადაც რუსებიც იმყოფებიან, გააკეთა განცხადება: „დარწმუნებული ვარ, კოსმონავტიკას გიგანტური მომავალი აქვს. კაცობრიობა თავის რესურსებს დებდა და ჩადებს კოსმონავტიკის განვითარებაში. რუსეთის ფედერაციის სახელით მინდა ვთქვა, რომ ამას, რა თქმა უნდა, ჩვენც გავაკეთებთ, ვინაიდან კოსმოსი ჩვენი პრიორიტეტია.“