ბან კი მუნი სრულად უჭერს მხარს ჟენევის კონსულტაციებს

გაეროს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსია, რომელიც ჟენევის პროცესის სახელითაა ცნობილი, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების თემაზე კონსულტაციებისთვის კარგი საშუალებაა. სააგენტო რია-ნოვოსტისთან ინტერვიუში ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ბუნებრივია, პრობლემების სრულად მოგვარებას არ ელის, მაგრამ მხარეებმა შეძლეს შეთანხმება ინციდენტების აღკვეთის მექანიზმზე, რომელიც მისივე შეფასებით, კარგად მუშაობს. გაეროს გენერალური მდივანი ჟენევის კონსულტაციებს მხარს სრულად უჭერს, რადგან მიიჩნევს, რომ უკვე ჩატარებულმა 15-მა რაუნდმა პროცესის სარგებლიანობა დაადასტურა. ბან კი მუნმა აღნიშნა, რომ ჟენევის ფორმატი უფრო ფართოდაა გამოსაყენებელი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებათა დასაცავად.