12 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკა ფოფხაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე. ეკა ფოფხაძე თვლის, რომ ანგარიშში შესულია ადამიანის უფლებათა დარღვევის ის ფაქტები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ მეტად სარწმუნოდ ჩათვალა იმ მასალიდან, რასაც ის 2010 წლის მანძილზე საქართველოს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან იღებდა.