ბელორუსიის უშიშროება: ტერაქტის შესაძლო ჩამდენი ცნობილია

ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ დაადგინეს მინსკის მეტროში მომხდარი ტერორისტული აქტის ჩამდენი. მიმდინარეობს მისი ძებნა. გუშინდელი აფეთქების 12 მსხვერპლიდან 9 ამოცნობილია. დაშავდა 150 ადამიანი.