რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია. მან ქართული ღვინის პრობლემებსა და პერსპექტივებზე ილაპარაკა საზღვარგარეთისა და ადგილობრივ ბაზარზე და თქვა, რომ ქართული ღვინის მთავარ პრობლემად მაინც ფალსიფიცირებული, უხარისხო ღვინო რჩება, რომლებსაც მომხმარებელს საკვები ობიექტები სთავაზობენ. ასევე პრობლემაა, რომ ბოთლში ჩამოსხმული ღვინის დიდი ნაწილი მეტისმეტად ძვირია. მალხაზ ხარბედიამ ასევე დადებით ტენდენციად მოიხსენია ქართული ღვინის დამზადების წესების მოდერნიზება, რაც ჩვენს შემთხვევაში ტრადიციული ტექნოლოგიების აღდგენას ნიშნავს.