იტალიის ქალაქ ასიზიში შაბათს, რესტავრაციის შემდეგ, გაიხსნა კრიპტა, რომელშიც ასვენია ფრანცისკანელების ორდენის დამაარსებლის, ფრანჩესკო ასიზელის ნეშტი. ცერემონიაში მონაწილეობდნენ იტალიის მთავრობის წარმომადგენლები, რესტავრატორები და ფრანცისკანელთა ორდენის ცნობილი წევრები. სარესტავრაციო სამუშაოები სან-ფარნჩესკოს ეკლესიაში, რომელიც ცნობილია ჯოტოსა და ჩიმაბუეს ფრესკებით, 1997 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დაიწყო. კრიპტის რესტავრაცია მისი დამაგვირგვინებელი ეტაპი იყო.