ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაცია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც იმერეთში მომხმარებელთა უფლებებს იცავს. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, 2005 წლიდან მათ მომხმარებელთა სასარგებლოდ 9 სასამართლო პროცესი მოიგეს გაზისა და ელექტროენერგიის მიმწოდებელთა წინააღმდეგ. ასოციაციის ხელმძღვანელის ზაზა ხელაძის ინფორმაციით, იმერეთის რაიონებისა და სოფლების მოსახლეობა, იმის მიუხედავად, არის თუ არა ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული, დღემდე გადასახადს საერთო მრიცხველის მიხედვით იხდის. ზაზა ხელაძე ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის საერთო მრიცხველის ჩვენების შესაბამისად თანხის დაკისრებას მომხმარებელთა უფლებების დარღვევად მიიჩნევს, მით უმეტეს მაშინ, როცა აბონენტებს საერთო მრიცხველის აღრიცხვით უფრო მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე ელექტროენერგიას რეალურად მოიხმარენ.
რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში, იქ, სადაც ინდივიდუალური მრიცხველები უკვე არსებობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი გადასახადს მაინც საერთო მრიცხველის მიხედვით იხდის და სხვაობა მათ შორის მონიმუმ 20%-ია, ანუ თითოეული აბონენტი გაცილებით მეტ გადასახადს იხდის, ვიდრე ელექტროენერგიას მოიხმარს. მოსახლეობა მაშინ გამოთქვამს საყვედურს, როცა ძალიან დიდი გადასახადი მიუვა. „საერთოდ, მათ დიდ ნაწილს ენერგოკომპანია სახელმწიფო საკუთრება ჰგონია და ხშირია ისეთი დამოკიდებულება, თითქოს აბონენტები ხელისუფლებას არ ედავებიან“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ზაზა ხელაძემ.
ასოციაციის ხელმძღვანელის ზაზა ხელაძის ინფორმაციით, იმერეთში 700 ათასი აბონენტია და მათი მხოლოდ მცირე ნაწილია ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული. მოსახლეობის დიდი ნაწილი გადასახადს ე.წ. კომუნალური მრიცხველის მიხედვით ფარავს.
ასოციაციაში აბონენტების პასიურობით ხსნიან დარღვევების შესახებ მიმართვიანობის შემცირებას. ზაზა ხელაძის განმარტებით, სისტემის გაუმართაობის გამო ზოგჯერ არა მარტო მომხმარებელთა, არამედ საკუთრების უფლებაც ირღვევა. ასოციაცია ასეთ შემთხვევებში ცდილობს შუამავლის როლი შეასრულოს კერძო პირებსა და ენერგოკომპანიას შორის.
იმერეთში მომხმარებელთა უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებიც იცავენ. მათი ინფორმაციით, მხარის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრებისას კომუნალური პრობლემებიდან ყველაზე ხშირად ინდივიდუალური მრიცხველების უქონლობა სახელდება.