საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული თამარ კვესიტაძის პროექტი „ამაოებას არ ამოება“ გორის ცენტრში აღარ დაიდგმება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. თამარ კვესიტაძის ქანდაკება გორის ცენტრალურ მოედანზე - იქ, სადაც სტალინის ძეგლი იდგა - მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დადგმულიყო. მონუმენტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა და სტალინური საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება.
კვესიტაძის პროექტზე რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმაც ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს არის ძეგლი არა უბრალოდ ომში დაღუპულთა და რეპრესიების მსხვერპლთა, არამედ "არის იდეა საქართველოსი".
"როგორც არ უნდა დაგვანაწევრონ, დაგვჩეხონ, გვებრძოლონ, მაინც დავდგებით ფეხზე და გავაგრძელებთ სვლას წინ. ეს ძალიან მაგარი იდეაა და ვინც რა არ უნდა თქვას, არა მხოლოდ ეს ძეგლი დაიდგმება რომელიმე ქალაქში, ეს იდეაც აღსრულდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტს გორი აღარ უხსენებია. არც ის უთქვამს, ეს ძეგლი რომელ ქალაქში დაიდგმება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში არ იცოდნენ შეიცვალა თუ არა რამე თამარ კვესიტაძის ქანდაკებასთან მიმართებაში. სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, თამარ ჩიხლაძემ, ინფორმაციის გადასამოწმებლად დრო ითხოვა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადება არასწორად იქნა გაგებული და არ დაადასტურა ინფორმაცია „ამაოებას არ ამოება“–ს გორში არდადგმის შესახებ.
გორელებმა „ამაოებას არ ამოება“-ს ესკიზური პროექტი ინტერნეტში ნახეს თუ არა, უკმაყოფილება ვერ დამალეს. მათი არგუმენტი ისაა, რომ ისედაც ომგადატანილი ქალაქის მცხოვრებლებზე ყოველდღიურად დაჩეხილი ფიგურების ხილვა დამთრგუნველად იმოქმედებს. დისკუსია დღემდე არ წყდება სოციალურ ქსელ ფეისბუკში. საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაა, ძეგლი ქალაქში არ დაიდგას.
თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, გორის ცენტრალურ მოედანზე ერთი წლის განმავლობაში არაფერი დაიდგმება, შემდეგ კი შესაძლოა ახალი კონკურსი გამოცხადდეს.