ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დასკვნა
დასკვნა პირველ აპრილს ქვეყნდება ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ვებგვერდზე. დავიწყოთ დოკუმენტის ფორმით. ის შედგება 67 გვერდისა და 187 აბზაცისგან. პირველი თავი ეძღვნება ქართულ და რუსულ მხარეს შორის კონფლიქტის განუხილველობის თემას, ანუ რუსული მხარის მტკიცებას, რომ ამ საკითხის განხილვა, გარჩევა არ ყოფილა. სასამართლო აანალიზებს სიტყვა „განხილვის“, „გარჩევის“ მნიშვნელობას და ასკვნის, რომ დეფინიცია, რომელიც რუსულმა მხარემ გამოიყენა, საერთაშორისოდ აღიარებულ დეფინიციაზე ვიწროა. ამ ფაქტსა და წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, სასამართლო ასკვნის, რომ განხილვა, გარჩევა კონფლიქტისა მხარეებს შორის იყო.
მეორე თავი დოკუმენტისა უკვე სარჩელის მთავარ არგუმენტს - ეთნიკური წმენდის თემას ეხება. ამ თავში წარმოდგენილია ციტატები ეთნიკურ წმენდაზე მხარეების საუბრიდან. მოყვანილია ციტატები, მაგალითად, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 9 აგვისტოს გამართული ბრიფინგიდან, სადაც ის ამბობს, ეთნიკური წმენდა მიმდინარეობდა აგვისტოს ომის დროსო.
აი, ფრაგმენტი მისი გამოსვლიდან: ”ამ დილით მათ (იგულისხმება რუსეთის ჯარი - დ.ჩ.) ჩაიდინეს ეთნიკური წმენდა ეთნიკური ქართველების მიმართ სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებულ მთელ ტერიტორიაზე.”
დოკუმენტის ამ ნაწილში მოყვანილია ასევე რუსული მხარის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები, სადაც ისინი ლაპარაკობენ ეთნიკური ოსების მიერ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დატოვებისა და რუსეთში გადასვლის ფაქტებზე. რუსული მხარის არგუმენტაციაში აქცენტი დასმულია იმაზე, რომ კონფლიქტი ქართულმა მხარემ წამოიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ რუსული მხარის არგუმენტაციაში ლაპარაკია არა მარტო ეთნიკურ წმენდაზე, არამედ ქართული მხარის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებსა და გენოციდზე. პოლიტიკოსთა განცხადებებში ისმის შეკითხვა, რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ ფაქტს გენოციდი დავარქვათო.
დოკუმენტის მესამე ნაწილი წარმოადგენს დასკვნებს და გადაწყვეტილებათა აღწერას - რამდენმა მოსამართლემ უყარა კენჭი, რამდენი იყო წინააღმდეგი, რამდენი მომხრე... მოკლედ, ღწერილია პროცედურა და მოცემულია დასკვნა. ახლა - თავად დასკვნის შესახებ:
დოკუმენტში გამოკვეთილი აზრით, მხარეებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ მათ სასამართლოში წასვლამდე ჰქონდათ დისპუტი, ანუ გარჩევა საკითხისა ერთმანეთთან, ან რაიმე სახის მოლაპარაკება ამ თემასთან დაკავშირებით. სინამდვილეში კი ამ თემაზე საუბარი დაიწყო მხოლოდ იმ დროს, როცა ქართულ მხარეს სარჩელი შეჰქონდა, მანამდე კი ამ თემაზე მხარეებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონიათ არც უშუალოდ და არც საერთაშორისო დონეზე. რამდენიმე ციტატა დასკვნიდან:
”სასამართლო ასკვნის, რომ ეთნიკური წმენდის საკითხი არ ყოფილა მოლაპარაკებათა თემა მხარეებს შორის.”
”მხარეებს არ ჰქონიათ მცდელობა ეწარმოებინათ მოლაპარაკება ამ თემაზე.”
”სასამართლო ასკვნის, რომ დისპუტი მხარეებს შორის ამ თემაზე აღმოცენდა უშუალოდ აპლიკაციის შევსების დროს. ქართული მხარის მცდელობა, რომ წარმოედგინა მტკიცებულებანი ამ საკითხის გაჟღერებისა 7-დან 8 მარტამდე უშედეგოა, რადგან ქართულმა მხარემ ვერ შეძლო ეჩვენებინა, რომ არსებობდა რაიმე სახის იურიდიული გარჩევა ამ თემისა.”
საბოლოოდ სასამართლო ასკვნის, რომ ამ და სხვა გარემოებათა გამო:
”მას (ანუ სასამართლოს) არ აქვს იურისდიქცია განიხილოს აპლიკაცია შევსებული ქართული მხარის მიერ.”
ამ დოკუმენტის გამოჩენას მოჰყვა რეაქციები ორივე მხარეს. ქართულმა მხარემ გამოაქვეყნა იმ დღესვე საქართველოს მთავრობის პრესგანცხადება ინგლისურ ენაზე. ორგვერდიანი დოკუმენტი, ძირითადად, გაჯერებულია იუსტიციის მინისტრის მოადგილის თამარ ბურჯალიანის ციტატებით, სადაც ის აცხადებს, რომ ქართული მხარე არ აპირებს გაჩერებას და რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს.
აი, ერთ-ერთი ციტატა:
”ეს საკითხი არ არის მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი. საკითხი შეეხება რუსეთის პასუხისმგებლობას ორი ათწლეულის განმავლობაში ქართველთა ეთნიკურ წმენდაში. უბრალოდ, საკითხის კრისტალიზება მოხდა 2008 წელს.”
თუმცა, როგორც ვთქვით, ქართულმა მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ჰააგის სასამართლოში საკითხის წარდგენამდე მას ჰქონდა მცდელობა ეთნიკური წმენდის თემა იურიდიულად დაეფიქსირებინა.
კვირის განმავლობაში ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რუსული მხარე ცდილობს 160 კვადრატული კილომეტრი აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარ საზღვრებში მოაქციოს, ანუ საზღვრის დემარკაცია მოახდინოსო, რაზეც, ქართული მხარის სახელით, ნინო კალანდაძის პასუხი ასეთი იყო:
„არ არსებობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარი, არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვარი, რომლის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი გადაწყვეტას არ საჭიროებს. საზღვარი ძალიან მკაფიოდ არის გაყოფილი და როგორც დელიმიტირებული, ასევე დემარკირებული და საერთაშორისოდ აღიარებულია.“
შემდეგ უკვე გავრცელდა ინფორმაცია,აფხაზეთის კონფლიქტურ ზონაში 160 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის - კერძოდ, მდინარე ფსოუს მარცხენა სანაპიროს - მიერთების საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში გადაწყდა, რომ რუსული მხარე მიერთებას აღარ ითხოვსო. ამის შესახებ რადიო „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტმა აფხაზურ წყაროზე დაყრდნობით ისაუბრა - წყარო ამბობდა, ამ საკითხზე მოლაპარაკებები შედგა, თუმცა მოლაპარაკებათა დეტალები არ გახმაურებულაო.
მედიაში წინა პლანზე წამოიწია საუბრებმა გაზაფხულზე მოსალოდნელი საზოგადოებრივი გამოსვლების შესახებ. არსებითად ლაპარაკია პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგსა და იმაზე, რომ ისინი აპირებენ აქციების მოწყობას. მაგალითად, იქმნება ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია - „საზოგადოებრივი დამცველის ოფისი“, რომელიც აცხადებს, გამოსვლებისა და მანიფესტაციების შესაძლო ტალღა რეალურია და საჭიროა თადარიგის დაჭერაო. ორგანიზაციაში აცხადებენ აგრეთვე,რომ ისინი შეეცდებიან იყვნენ ობიექტურნი და მიუკერძოებელნი. „საზოგადოებრივი დამცველის ოფისის“ ფუნქცია მარტივია - გამოსვლებისა და მანიფესტაციების დროს მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებებს. მაგალითად, ორგანიზაციის წარმომადგენელი, მანანა კობახიძე, ამბობს:
„ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე გამოცდილება იმისა, თუ როგორ ეპყრობოდა მანიფესტანტებს და შეკრების მონაწილეებს 2009 წელს პატრული. არაერთი საქმე ევროსასამართლოშიც გაიგზავნა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა, რომ მსგავსი რამ განმეორდეს.“
მეორე თემა, რომელიც ამ კვირაში ცხელი იყო, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობაა. პრესა იტყობინებოდა, მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციურ „რვიანს“ შორის უშედეგოა, ხელისუფლება მაგიდასთან მხოლოდ იმ მიზნით დაჯდა, დასავლეთს აჩვენოს, რომ პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს, სინამდვილეში კი პროცესის ჩიხში შეყვანას ცდილობს,რადგან არჩევნების მარტივად წაგებას არ აპირებსო. მეორე მხრივ, ხელისუფლება აქცენტს აკეთებდა ოპოზიციის არაპროფესიონალიზმსა და ხმაურისკენ მიდრეკილებაზე. კვირის განმავლობაში ამ თემის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ორგანიზაცია თუ კერძო პოლიტიკური სუბიექტი საჯარო განცხადებებით გამოდიოდა. „რეზონანსმა“გამოაქვეყნა ირაკლი ალასანიასთან საინტერესო ინტერვიუ, სადაც ალასანია ამბობს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს და მოლაპარაკებათა მაგიდა მხარეებმა შედეგის მიღებამდე არ უნდა დატოვონ, თორემ პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარდებაო.