რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე. მან ილაპარაკა ომბუდსმენის ანგარიშის იმ ნაწილზე, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემას შეეხება და აღნიშნა, რომ 2010 წელს ვითარება რამდენიმე მიმართულებით გაუარესდა. განსაკუთრებით ეს შეეხება პატიმრების სიკვდილიანობას, რომელიც წინა წელთან შედარებით 50 პროცენტით იყო გაზრდილი. სიკვდილის მიზეზი ყველაზე ხშირად ტუბერკულოზია.