რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე. მან ილაპარაკა მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების სტანდარტების შესახებ. პროექტს "ბავშვთა საკითხების პროფესიული და ეთიკური გაშუქების ხელშეწყობა - მედია მონიტორინგი" გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად ახორცილებენ. პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების აქტიური წევრების მონაწილეობით საქართველოს 10 ქალაქში ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიების გამართვას.