სამეზობლო პოლიტიკას 2004 წელს დაედო სათავე და გულისხმობს ევროკავშირის მეზობლების, სულ 16 ქვეყნის მიმართ (ლაპარაკია სამხრეთელ და აღმოსავლელ მეზობლებზე) საფინანსო დახმარებას, ასევე სხვაგვარ ხელშეწყობას, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების სანაცვლოდ. უფრო კონკრეტული მიზნები აქვს აღმოსავლეთთან პარტნიორობას, რაც სამეზობლო პოლიტიკის ნაწილია. 2008 წლიდან „პარტნიორობაში“ ჩართულია ექვსი პოსტსაბჭოთა ქვეყანა - საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ასევე ბელორუსია, მოლდავეთი და უკრაინა. მათ ევროკავშირთან გააფორმეს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, აგრეთვე სავიზო და სამოკავშირეო შეთანხმებები. კვირას, 27 მარტს, ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის რეფორმირების თაობაზე განმარტება მისცა ჟურნალისტებს:
„სამეზობლო პოლიტიკის ამ გადასინჯვის შედეგი ისაა, რომ ხელში გვაქვს კვლავაც ერთი სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ორივე არეალს - სამხრეთსა და აღმოსავლეთს - დაფარავს. მაგრამ, ამავე დროს, კიდევ უფრო დიდად იქნება დიფერენცირებული მიდგომა არა მხოლოდ სამხრეთისა და აღმოსავლეთისადმი, არამედ თვით სამხრეთისა და აღმოსავლეთის შიგნით, მინიმალური კრიტერიუმებით და ინდივიდუალური პროგრამებით თითოეული და ყველა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მიმართ.“
ფიულემ განმარტებას დაამატა, რომ ევროკავშირის ახალი დიპლომატიური უწყება, საგარეო მოქმედების სამსახური, ამ ახალ პოლიტიკაში აქტიურად იქნება ჩაბმული და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები პარტნიორ ქვეყნებში ამ მხრივ გაძლიერდებიან. ევროპის კავშირის ოფიციალური წარმომადგენლების შეფასებით, განახლებული პოლიტიკა გულისხმობს სულ უფრო მეტ მოლოდინსაც და სულ უფრო მეტ შესაბამის დახმარებასაც სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე პარტნიორებისთვის. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადეკ შიკორსკი, რომლის ქვეყანა ივლისში ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდება, ამ ფაქტორს ასე ხსნის:
„ევროკავშირის რეფორმირებული სამეზობლო პოლიტიკა სათანადოდ დააფასებს ჭეშმარიტ წინსვლას. ჩვენ სულ უფრო მეტი გვსურს. რაც უფრო სწრაფად გატარდება რეფორმები, რაც უფრო დიდი იქნება მზადყოფნა ამ ქვეყნებში ევროპული პროცესების მიმართ, მით უფრო სწრაფად იმოქმედებს ევროკავშირიც.“
შიკორსკიმ თითქოს სამეზობლო პოლიტიკის განახლების მიზეზიც ახსნა და გაიხსენა პერიოდი, როცა ევროკავშირმა ხელი გაუწოდა შუა და აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტურ ათ ქვეყანას 90-იან წლებში. მისი თქმით, მაშინ ამ ქვეყნებმა (მათ შორის მისი სამშობლო, პოლონეთიც იყო) ფართო დახმარება მიიღეს. ახლა ევროკავშირს აღმოსავლეთში პარტნიორობის წევრების მიმართ ასეთივე ხელგაშლილობა აღარ შეუძლია. შიკორკსი ამბობს, ამიტომაც შევიმუშავეთ მცირე დახმარების პოლიტიკა, რომელიც თითოეული ქვეყნის პოლიტიკურ სვლას გაითვალისწინებს და მთავრობებს წაახალისებს გაატარონ რეფორმები, რომლებისგანაც ისინი თვითონ ნახავენ ხეირსო. პოლონელმა მინისტრმა გარკვევით თქვა, ეს ზემოხსენებული „სულ უფრო მეტი“ „სულ უფრო ნაკლები“ გახდება, თუკი წევრი სახელმწიფოები თავს ვერ გაართმევენ რეფორმებსო.
სამეზობლო პოლიტიკაში ცვლილებების პერიოდი ემთხვევა ბელორუსიაში შიდაპოლიტიკური ვითარების გაუარესებას. ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობა მკაცრად ახშობს ოპოზიციის გამოსვლებს. შესაბამისად, ითქვა ბრიუსელში, ამ ქვეყნის მიმართ (შეგახსენებთ, ბელორუსია აღმოსავლეთთან პარტნიორობის წევრია) სანქციებიც მკაცრი იქნება. ევროკავშირმა უკვე შეუზღუდა ამ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას დასავლეთში მოგზაურობა. ითქვა, რომ ევროკავშირი, თუ საჭირო გახდა, გაამკაცრებს მინსკის მიმართ სანქციებს 18 აპრილის შეხვედრაზე, როცა საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ ნაბიჯებს განიხილავენ. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიკულაშ ძურინდამ შემდეგი უთხრა რადიო თავისუფლებას:
„თავიდანვე მიმაჩნდა, რომ მხოლოდ მკაცრი, გაბედული სანქციები დაეხმარება ბელორუსიაში მათ, ვინც პოლიტიკური მოტივით საპატიმროებში იმყოფება.“
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიკორსკიმაც აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს ქმედებაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ევროკავშირის პოლიტიკა ბელორუსიისადმი. ამის გარშემო, მისივე თქმით, სექტემბრის სამიტზე აპირებს ევროკავშირი მსჯელობას. ლუკაშენკოს ამ სამიტზე დასწრების უფლება არა აქვს, რადგან, სანქციების თანახმად, ვიზას ვერ მიიღებს. შიკორსკიმ განაცხადა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტს აქვს არჩევანი, მოილაპარაკოს ევროკავშირთან, როგორც ეს პოლონეთის კომუნისტური პერიოდის მმართველმა იარუზელსკიმ გააკეთა, ან კიდევ გაიზიაროს ზოგიერთი ჩრდილოაფრიკული სახელმწიფოს მეთაურის ბედი. ევროკავშირის ზოგიერთი სამხრეთელი წევრი - პირველ რიგში, ესპანეთი - თვლის, რომ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირმა მეტი თანხები უნდა გაიღოს ამ სახელმწიფოთა მიმართ და ეს, მათი აზრით, აღმოსავლელი პარტნიორების ხარჯზე უნდა მოხდეს. ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა დაიცვა თავისი რეგიონი და თქვა, რომ ბრიუსელმა უნდა დააფასოს წინსვლა, რომელსაც მისმა და აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრმა სხვა ქვეყნებმა მიაღწიეს. სამადაშვილი თვლის, რომ ევროკავშირის ინტერესებშია, დაეხმაროს წარმატების მიღწევაში ამ სახელმწიფოებს, რადგან საქართველომ და სხვებმა სამხრეთელ მეზობლებს ძალიან კარგი მაგალითი უჩვენეს.