დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია ნინო რუხაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ასისტენტ-პროფესორი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი. იგი ისაუბრებს იმის შესახებ, რატომ არის აუცილებელი სეფსისის ცენტრის შენარჩუნება დღევანდელი სახით და უპასუხებს შეკითხვებს ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით. ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გამოგზავნის ნომერზე 15 – 10, ან მოგვწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge