„იყიდეთ ვერასგან, გადაუხადეთ ვანოს“ - ასეთია სტატიის სათაური, რომელსაც დღეს „ვერსია“ აქვეყნებს. გაზეთი წერს, რომ მრავლადაა შემთხვევა, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ვებსაიტზე განთავსებულ საპრივატიზებო ობიექტებს ასეთი დათქმა ახლავთ თან: მყიდველი ვალდებულია, საპრივატიზებო თანხის გადახდის გარდა, დააფინანსოს ან თავად ჩაატაროს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ობიექტის რემონტი. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა გაზეთს უთხრა, ამაში უცნაური არაფერია, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში პოლიციის კუთვნილი შენობა-ნაგებობებია, ამიტომაცაა ჩადებული ასეთი დათქმაო. თუმცა ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამას ნორმალურად არ მიიჩნევს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ თუ გაყიდა, ეს ნიშნავს, რომ გაყიდა და დამთავრდა. როგორც ჩანს, ეს არის სამინისტროს ბეგარაო”, - უთხრა ცისკარიშვილმა ”ვერსიას”.
გაზეთი აგრეთვე აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”რა ფაქტების საფუძველზე დააყენა ოპოზიციამ ბაკურ კვეზერელისა და კობა სუბელიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი”. „შეძლებს თუ არა ოპოზიცია სუბელიანის თანამდებობიდან გადაყენებას, გახდება თუ არა განტევების ვაცი, იმაზე იქნება დამოკიდებული, გაწირავს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" გიგი უგულავას პოლიტიკური გუნდის წევრსო”, - წერს „ვერსია“.
ამავე თემას აგრძელებს დღევანდელი „ახალი თაობა“, რომელიც დებატებს ასე აღწერს: პოლიტიკური დებატების დროს ოპოზიციასა და უმრავლესობას ერთმანეთი შემოელანძღათ. ოპოზიციამ მინისტრს იმის გამოც უსაყვედურა, რომ სუბელიანი დეპუტატებს არ აცდიდა და სიტყვას აწყვეტინებდაო.
”რეზონანსი” დღეს ყველაზე მეტს საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების შესახებ წერს და ასევე იმაზე, თუ რომელმა ქვეყნებმა შეიძლება აღიარონ აფხაზეთი მალე. გაზეთს მოჰყავს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას სიტყვები, ლათინური ამერიკის რიგი ქვეყნები აფხაზურ პასპორტს ცნობენო. გაზეთი წერს, ღვინჯიას ქვეყნები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ თბილისში ეჭვობენ, რომ ღვინჯიას სწორედ ის ქვეყნები ჰყავდა მხედველობაში, რომლებშიც ახლახან იმყოფებოდა, სავარაუდოდ, აფხაზეთის "დიპლომატიური პასპორტით“ - ანუ ბოლივია, ეკვადორი, ჰონდურასი, დომინიკის რესპუბლიკა, სენტ ვისენტე და გრენადა, ანტიგუა და ბარბუდა. უფრო მეტს ამის თაობაზე დღეს „რეზონანსში“ წაიკითხავთ.