Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 63 დოლარზე დაბლა დაეცა

საილუსტრაციო ფოტო. ნედლი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა კავასაკიში, ტოკიო

საილუსტრაციო ფოტო. ნედლი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა კავასაკიში, ტოკიო

Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 63 დოლარზე დაბლა დაეცა, რაც პირველი შემთხვევაა 2021 წლის შემდეგ.

აპრილის დასაწყისიდან საწვავი სტაბილურ უარყოფით დინამიკას აჩვენებს. ერთი კვირის განმავლობაში ფასი ბარელ ნავთობზე 75 დოლარიდან 64 დოლარამდე დაეცა.

ექსპერტების ნაწილი ბაზარზე ზეწოლის რამდენიმე ძირითად ფაქტორს ასახელებს. კერძოდ, ეს არის აშშ-ის მიერ ტარიფების შემოღება პარტნიორი ქვეყნების უმეტეს საქონელზე, რამაც ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია. ბაზარი განსაკუთრებით შეაშფოთა ჩინეთის საპასუხო ზომებმა.

ასევე ნახეთ ტრამპის მიერ ტარიფების ამოქმედებას საფონდო ბირჟებზე აქციების გაუფასურება მოჰყვა


ექსპერტების მეორე ნაწილის აზრით, ბარელ ნავთობზე ფასების მკვეთრ შემცირებაზე იმოქმედა OPEC+-ის მაისის გადაწყვეტილებამ, ნავთობის მოპოვების ზრდის ტემპის გასამმაგებაზე.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აკონტროლებს ნავთობის ფასების შემცირებას, რადგან ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანია რუსეთის ბიუჯეტისთვის.

დასავლეთის ქვეყნებმა რუსული ნავთობისთვის ბარელზე 60 აშშ დოლარის ფასი დააწესეს. ეს ნიშნავს, რომ აკრძალულია რუსეთიდან ენერგორესურსების შეძენა ამ ფასზე მაღლა. სანქციების გვერდის ასავლელად მოსკოვი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ჩრდილოვანი ფლოტის გემებს იყენებს.