რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები

ვრცელდება ცნობები სარაკეტო იერიშის შედეგად სამ დაშავებულზე.

ვრცელდება ცნობები სარაკეტო იერიშის შედეგად სამ დაშავებულზე.

6 აპრილის გამთენიისას რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა ბალისტიკური რაკეტებით. აფეთქებები ქალაქის რამდენიმე რაიონში მოხდა.

იერიშის შედეგად ობოლონის რაიონში დაინგრა 5-სართულიანი ბიზნეს ცენტრის ზედა სამი სართული, დაიწვა ავეჯის საწარმო. დარნიცის რაიონში, ერთ-ერთ დაუსახლებელ შენობაში გაჩნდა ხანძარი, სხვაგან შენობა დაინგრა და რამდენიმე ავტომობილი დაიწვა.

ვრცელდება ცნობები სარაკეტო იერიშის შედეგად სამ დაშავებულზე, რომელთაგან ორი კლინიკაშია გადაყვანილი.

კიევის ოლქში დღეს გლოვის დღეა კრივოი რიგზე 4 აპრილს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. კრივოი როგში, სადაც რუსული ბალისტიკური რაკეტა ისროლეს, მსხვერპლის რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის ცხრა ბავშვია.

ასევე ნახეთ კრივოი როგში, სადაც რუსული ბალისტიკური რაკეტა ისროლეს, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა


ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი "უსიამოვნოდ გაკვირვებულია" კრივოი როგის დაბომბვაზე აშშ-ის ელჩის "სუსტი" რეაქციით