ათობით ადამიანია დაღუპული ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრისას

მეხანძრეები ებრძვიან ჩრდილოეთ მაკედონიაში, ღამის კლუბში გაჩენილ ცეცხლს. 15 მარტი, 2025 წელი

სულ ცოტა 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ კოჩანში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ავრცელებენ.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ხანძარი ღამის კლუბში პიროტექნიკის გასროლას მოჰყვა, სადაც 15 მარტს იმართებოდა მუსიკალური ჯგუფის DNA-ის კონცერტი.

ჩრდილოეთ მაკედონიის პროკურატურა აცხადებს, რომ საგამოძიებო პროცესში ყველა კომპეტენტური ორგანოა ჩართული:

„დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

კოჩანი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიედან 100 კილომეტრში მდებარეობს.