მალხაზი და თაზო პირველად რადიო თავისუფლების სტუდიაში შეხვდნენ ერთმანეთს. 69 წლის მალხაზი - აფხაზეთის ომის ვეტერანია და ახლა თავისი საწარმო აქვს. 34 წლის თაზო კი აზარტული თამაშების ბიზნესშია. მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ. მალხაზი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, თაზო წინააღმდეგია. სწორად ამ თემაზე სალაპარაკოდ ისინი რადიო თავისუფლების სტუდიაში მოვიდნენ. ნახეთ რა გამოვიდა.
პროექტის შესახებ: რადიო თავისუფლების გადაცემების ციკლი, სადაც ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან ადამიანები განსხვავებული მსოფლმხედველობითა და შეხედულებებით. გადაცემის მონაწილეებს საშუალება აქვთ ღიად, გულწრფელად და არგუმენტირებულად ისაუბრონ პროექტის ავტორებს გვჯერა, რომ წინააღმდეგობრივი შეხედულებების მიუხედავად და მით უფრო ამიტომ, მნიშვნელოვანია აზრების გაცვლა და საერთოს გამონახვა.