აშშ-ს არ გადაუწყვეტია წიაღისეულის შეთანხმებაზე ხელის მოწერა, უკრაინა მზადაა - ვიცეპრემიერი

უკრაინის ვიცეპრემიერი ოლჰა სტეფანიშინა. კიევი. 7 თებერვალი, 2025 წელი

უკრაინის ვიცეპრემიერი ოლჰა სტეფანიშინა. კიევი. 7 თებერვალი, 2025 წელი

უკრაინის ვიცეპრემიერ ოლჰა სტეფანიშინას განცხადებით, აშშ-ს ვერ გადაუწყვეტია ორ ქვეყანას შორის წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პირობები. სტეფანიშინამ განაცხადა, რომ შეთანხმება მზად არის, თუმცა აშშ განიხილავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ კიევთან შეთანხმების პირობებს.

„შეთანხმება მზად არის. ტექსტში ცვლილებები არ არის“ - უთხრა სტეფანიშინამ ჟურნალისტებს და დააზუსტა, რომ „ამერიკულმა მხარემ ჯერ ვერ განსაზღვრა პირობები, რომლებითაც მათ მისი ხელმოწერა სურთ. უკრაინა მზად არის ხელმოწერისთვის“.

წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ჩაიშალა ტრამპს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შელაპარაკების გამო, რომელიც 28 თებერვალს მოხდა თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას.

ასევე ნახეთ Reuters: აშშ და უკრაინა უახლოეს დროში აპირებენ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების გაფორმებას

4 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს წიაღისეული რესურსებისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას „ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში“.

ასევე ნახეთ პრეზიდენტ ტრამპის თქმით, აშშ განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას