გურიაში, ლანჩხუთში დღეს, 14 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით).
უცნობია, მძღოლი დააკავეს თუ არა - პრესცენტრის თანახმადვე, ადგილზე ამჟამად [19:15] იმყოფებიან შსს-ის თანამშრომლები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.