ავსტრიაში იქმნება ახალი მთავრობა, არჩევნებში გამარჯვებული ულტრამემარჯვენეების გარეშე

ავსტრიაში იქმნება კოალიციური მთავრობა ულტრამემარჯვენეთა გარეშე. 2025 წლის 27 თებერვალი

ავსტრიაში იქმნება კოალიციური მთავრობა ულტრამემარჯვენეთა გარეშე. 2025 წლის 27 თებერვალი

ავსტრიაში 27 თებერვალს სამმა პარტიამ გამოაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ცენტრისტული მთავრობის ფორმირებაზე - ხუთ თვეში მას მერე, რაც არჩევნებში გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე პარტიამ, რომელმაც შემდგომში ვერ შეძლო ადმინისტრაციის შექმნა.

კონსერვატიული ავსტრიის სახალხო პარტიის, მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატებისა და ლიბერალური "ნეოსის" განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმებულია პროგრამა კოალიციის შესაქმნელად.

როგორც მოელიან, კანცლერი გახდება სახალხო პარტიის ლიდერი კრისტიან სტოკერი. პარტიები პროგრამას 27 თებერვალს, მოგვიანებით გამოაცხადებენ.

ეს იყო ამ სამი პარტიის მიერ მთავრობის შექმნის მეორე მცდელობა, ულტრამემარჯვენე, იმიგრაციის მოწინააღმდეგე და ევროსკეპტიკოსი "თავისუფლების პარტიის" გარეშე. 29 სექტემბრის არჩევნებში ეს პარტია, ხმათა 28,8 პროცენტით, პირველად გახდა ქვეყნის ნომერი პირველი პოლიტიკური ძალა.

Error