ბათუმში 20 ათასზე მეტ აბონენტს წყალი 24 საათზე მეტია არ მიეწოდება

წყლის მიწოდება ქალაქის ნაწილს 22 თებერვალს, დილის 07:00 საათიდან შეუწყდა.

უამინდობის პარალელურად, ბათუმში 20 ათასზე მეტ აბონენტს წყალი 24 საათზე მეტია არ მიეწოდება.

ბათუმის მერიის სამსახურის ცნობით, დაზიანებული მილების შეკეთება დასრულდა და წყალმომარაგება ქალაქს დღის 12 საათამდე აღუდგება.

ბათუმის მერიაში 22 თებერვალს აცხადებდნენ, რომ წყალმომარაგება გასული ღამის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგებოდა.

ქალაქის უბნების ნაწილს წყლის მიწოდება მამია ვარშანიძის ქუჩაზე, N35-ში, წყალმომარაგების ორი მილის ავარიულად დაზიანების გამო შეუწყდა 22 თებერვალს, დილის 07:00 საათიდან.

ასევე ნახეთ უამინდობის პარალელურად, ბათუმში 20 ათასზე მეტ აბონენტს წყალი დილიდან არ მიეწოდება