ბრიტანეთი უკრაინას 55 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დახმარებას გამოუყოფს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი (მარცხნივ) და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა. კიევი, 5 თებერვალი, 2025.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი (მარცხნივ) და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა. კიევი, 5 თებერვალი, 2025.

ბრიტანეთი უკრაინას 55 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ 5 თებერვალს თავის უკრაინელ კოლეგასთან, ანდრი სიბიჰასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს მე ვაცხადებ დიდი ბრიტანეთის მიერ კიდევ 55 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას უკრაინის მხარდასაჭერად, რათა ხელი შევუწყოთ როგორც ჩვენი ქვეყნების, ასევე ეკონომიკების მდგრადობასა და გაზრდას", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მორიგი დახმარებისათვის ლონდონს მადლობა გადაუხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. "სოციალური, ჰუმანიტარული და ენერგეტიკული პროგრამების ეს დაფინანსება, რომელიც ძალიან დროულია, გააძლიერებს ჩვენს მდგრადობას", - განაცხადა ბრიფინგზე ანდრი სიბიჰამ.

ლონდონი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ერთ-ერთი მსხვილი დონორია. გასული წლის აპრილში ბრიტანეთმა უკრაინისთვის ნახევარი მილიარდი გირვანქა სტერლინგის გამოყოფა გამოაცხადა.

პრესრელიზის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავდა 1600-ზე მეტ საზენიტო რაკეტას, მათ შორის ფრთოსანი რაკეტების, Storm Shadow-ს ახალ პარტიას, რომლის დიაპაზონიც დაახლოებით 250 კილომეტრია.

ასევე ნახეთ ლონდონი უკრაინას ნახევარ მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს