ოთხი ადამიანი დაიღუპა კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად

საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის მიერ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგი

ოთხი ადამიანი დაიღუპა და კიდევ სამი მძიმედ დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად. ზაპორიჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, ასევე დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

წინასწარი მონაცემით, თავდასხმა რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.

დაბომბვას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. "ყოველი ასეთი ტერაქტი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რუსეთი თვითონ არ ჩერდება - მისი შეჩერება მხოლოდ ერთობლივი ზეწოლით შეიძლება", - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამის არხში, დაბომბვის შედეგების ამსახველი ვიდეოს ფონზე.


რუსეთი უკრაინას ყოველდღე ბომბავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს ესვრის. მოსკოვი სამოქალაქო პირების დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე კომენტარს არ აკეთებს.