აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. 200-ზე მეტ იურიდიულ პირს შეეხო შეზღუდვები, მათ შორის „უმკ სტალს“, საგამოფენო ცენტრ „პატრიოტს“ და „ვოენტორგს“. სანქციების სიაში ასევე არის ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური“. ეს არის რუსული იურიდიული პირი, ის შექმნილია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის, რომელიც ამჟამად მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის კონტროლქვეშ.
გარდა ამისა, სანქციები შეეხო რუსეთის რამდენიმე ქარხანას, ასევე „პოჩტა-ბანკს“.
შეზღუდვები ასევე შეეხო კომპანიებს ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და თურქეთიდან.
ასევე ნახეთ Reuters: რუსეთის ნავთობით დატვირთული სულ მცირე 65 ტანკერი გაჩერებულია აშშ-ის სანქციათა გამოპირადი სანქციები 16 პირს დაეკისრა. ძირითადად ესენი არიან ბიზნესმენები, რომლებიც დაკავშირებული არიან სანქციებს დაქვემდებარებულ კომპანიებთან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს რუსეთის წინააღმდეგ მაქსიმალური სანქციების დაწესებას მისი ვადის ამოწურვამდე იანვარში, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის სამხედრო მანქანას. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
ასევე ნახეთ ევროკავშირმა შესაძლოა სანქციები დააწესოს რუსეთის გათხევადებული ბუნებრივი აირის წინააღმდეგ