ტუსკი: პოლონეთი აპირებს დააჩქაროს ევროკავშირში უკრაინის მიღების პროცესი

საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. ვარშავა, 8 ივლისი, 2024.

ვარშავაში გაიმართა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა.

ორი ქვეყნის ლიდერი შეეხო ევროკავშირთან უკრაინის დაახლოების პროცესს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტუსკმა თქვა: „ვილაპარაკეთ ევროპის კავშირში ამ გზაზე. არის ორი რამ, რის მკაფიოდ აღნიშვნაც მინდა. [ევროკავშირში] პოლონეთის თავმჯდომარეობა საშუალებას მოგვცემს, გამოვიდეთ ჩიხიდან, რომელიც აშკარაა უკანასკნელი თვეების განმავლობაში. უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ, ამასთან, უპირობოდ, რათა მაქსიმალურად დავაჩქაროთ ევროკავშირში [უკრაინის] შესვლის პროცესი,“ თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რაც უფრო მალე იქნება უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში, მით უფრო სწრაფად შეიძენს „მთელი ევროპა გეოპოლიტიკურ განსაზღვრულობას“.

ევროკავშირში პოლონეთი მორიგე თავმჯდომარე იქნება 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე.

ასევე ნახეთ პოლონეთმა უნგრეთი შეცვალა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლში
ასევე ნახეთ რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან 2025 წელს