ირანელი გენერალი: რუსეთი არასწორ ინფორმაციას გვაწვდიდა სირიაში

2011 წელს სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, ირანი და რუსეთი მხარს უჭერდნენ ასადს.

ირანის მაღალი რანგის გენერალმა ბეჰრუზ ესბატიმ გასულ კვირას თეირანის მეჩეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოსკოვმა ირანი შეცდომაში შეიყვანა, როდესაც უმტკიცებდა, რომ გასული წლის ბოლოს საბრძოლო მოქმედების დროს სირიაში ანტისამთავრობო ძალებს დაესხა თავს. ამის შესახებ The New York Times-ი იუწყება.

გენერალმა რუსეთი დეზინფორმაციაში დაადანაშაულა. ესბატის თქმით, ანტისამთავრობო ჯგუფებზე თავდასხმის ნაცვლად, რუსული თვითმფრინავები უდაბნოს ტერიტორიებს ბომბავდნენ.

ესბატიმ ასევე განაცხადა, რომ გასულ წელს, როდესაც ისრაელი თავს დაესხა ირანულ ობიექტებს სირიაში, რუსეთმა, სავარაუდოდ, გამორთო რადარები, რამაც, მისი თქმით, რეალურად შეუწყო ხელი ამ თავდასხმებს.

ესბატიმ სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობას ირანისთვის დამარცხება უწოდა. "ჩვენ ძალიან მძიმე დარტყმა მივიღეთ", - თქვა გენერალმა თავის გამოსვლაში.

ასევე ნახეთ სირიაში ირანს ანაცვლებს თურქეთი, როგორც მთავარი გარე მოთამაშე
ასევე ნახეთ გაერო: ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიაში დაბრუნდა 115 ათასზე მეტი მოქალაქე