საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს თავის საზღვრებში სხვა ქვეყნების შეჭრას, ვინც უნდა იყოს ის. ჟურნალისტის თხოვნით პოლიტიკოსი ასე გამოეხმაურა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წუხელ გაკეთებულ განცხადებას.
ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს გრენლანდია შეიძინოს დანიისგან და ამას ამერიკის უსაფრთხოებისთვის „აბსოლუტურად აუცილებელი“ უწოდა. დანია უარყოფს გარიგების შესაძლებლობას. 7 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჰკითხეს, გამორიცხავს თუ არა ეკონომიკურ თუ სამხედრო იძულებას ამ საკითხის გადასაჭრელად. მან უარი თქვა იმის დადასტურებაზე, რომ ეს შეუძლებელია.
ასევე ნახეთ ტრამპის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტემ შესაძლოა რუსეთს ომის დაწყებისკენ უბიძგაბარომ „რადიო ფრანსისთვის“ გააკეთა კომენტარი ტრამპის სიტყვებზე. „გრენლანდია დანიის ავტონომიაა და არის ევროკავშირის ტერიტორია. იმაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება, რომ ევროკავშირმა მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანას შეიძლება დართოს თავის სუვერენულ საზღვრებზე თავდასხმის ნება,“ თქვა მან.
ფრანგი მინისტრის თქმით, მას არ სჯერა, რომ შეერთებული შტატები კუნძულზე რეალურად შეიჭრება. „თუ მკითხავთ, ვფიქრობ თუ არა, რომ შეერთებული შტატები შეიჭრება გრენლანდიაში, ჩემი პასუხია - არა. მაგრამ შევედით თუ არა პერიოდში, როცა გადარჩება უძლიერესი? ჩემი პასუხი არის - დიახ", თქვა ბარომ.