გერმანიაში მამაკაცმა ბანკში მძევლად აიყვანა მინიმუმ ერთი ადამიანი, თავდამსხმელი დააკავეს

საილუსტრაციო ფოტო: გერმანიის პოლიციის თანამშრომელი. ბერლინი, 4 აპრილი, 2016.

გერმანიის ქალაქ რიმბახში უცნობმა მამაკაცმა Volksbank-ის ფილიალში მინიმუმ ერთი ადამიანი აიყვანა მძევლად.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ის ბანკში დილის 8 საათზე მივიდა და ამ დრომდე რჩება შენობაში. მან ქალი აიყვანა მძევლად. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცს ხელში უჭირავს საგანი, რომელიც დანას ჩამოჰგავს. პოლიციამ ბანკის გარშემო ტერიტორია გადაკეტა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი დააკავეს.

ასევე ნახეთ გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მომიტინგეებისა და ოპოზიციონერების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს