შობა რუსთაველზე

Your browser doesn’t support HTML5

შობის ღამეს და უწყვეტი პროევროპული აქციების მე-40 დღეს, ხალხი ისევ რუსთაველზე შეხვდა საღამოს რვა საათზე, თბილისის ხუთი ეკლესიიდან ხალხის რამდენიმე ნაკადი ერთდროულად დაიძრა ანთებული სანთლებით ხელში და ერთმანეთს ქაშვეთის წინ შეხვდა, სადაც ერთად იზეიმეს შობის დღესასწაული.