ჯო უილსონმა და მაიკლ უოლცმა საქართველოს "ავტორიტარულ დაპატრონებაზე" იმსჯელეს

ჯო უილსონი, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და მაიკლ უოლცი, აშშ-ის პრეზიდენტის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ 3 იანვარს საქართველოს შესახებ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის მომავალ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - მაიკლ უოლცს:

„მადლიერი ვარ დღეს ეროვნული უსაფრთხოების მომავალი მრჩევლის - მაიკლ უოლცის ხილვითა და მასთან საქართველოს ავტორიტარულ დაპატრონებასა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან მსოფლიოში თავისუფლებისთვის არსებულ საფრთხეზე მსჯელობით. მოუთმენლად ველი ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას „მშვიდობისთვის, ძლიერების გზით“".

მანამდე, დაახლოებით საათ-ნახევრით ადრე, ჯო უილსონმა დაწერა, რომ 3 იანვარს MEGOBARI აქტი უკვე წარედგინა 119-ე მოწვევის კონგრესს.

ასევე ნახეთ კონგრესში წარადგენენ „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების“ აქტს და ხელახლა წარადგენენ MEGOBARI აქტს

„დღეს, კონგრესმენ კოენთან, კონგრესმენ ჰადსონთან და კონგრესმენ ვისისთან ერთად ხელახლა წარვადგინეთ „MEGOBARI“ აქტი 119-ე მოწვევის კონგრესში, როგორც წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია. ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია „ქართული კოშმარის“ დასრულება და ის, რომ „აგრესორთა ღერძმა“ შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი”.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა შეერთებული შტატების კონგრესში ხელახლა ინიციირებული „მეგობარი აქტი“ - პროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისთვისაც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას.

ასევე ნახეთ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა | ყველა დეტალი ერთად

კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და ჯოხს“ - ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში, ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო კურსის შენარჩუნების შემთხვევაში - კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს.

ასევე ნახეთ „სანქციები - ეს მხოლოდ დასაწყისია!“ - ინტერვიუ კონგრესმენ ჯო უილსონთან