გორში ერთმანეთს შეეჯახა სასწრაფო დახმარების ავტომობილი და საპატრულო ეკიპაჟი. ამ დროს ექიმებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი გადაჰყავდათ კლინიკაში.
ადგილზე სასწრაფო დახმარების სხვა ჯგუფი გამოიძახეს - პაციენტი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მსგავს საქმეებს, რომლებშიც პოლიციის თანამშრომელი ფიგურირებს, საქართველოს პროკურატურა იძიებს.