ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არაა ცნობილი, რომელ საათზე დაიწყება ცერემონია, პარლამენტის რა ნაწილში გაიმართება ან როდის დაიწყება მედიასაშუალებებისთვის აკრედიტაციის გაცემა.
ასევე ნახეთ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩებს არ იწვევენასევე არ არის ცნობილი, მიიწვია თუ არა ცერემონიაზე „ქართულმა ოცნებამ“ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. „ქართული ოცნების“ 224-მა დელეგატმა ხმა ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, მისცა.
ასევე ნახეთ 224 ხმით დელეგატებმა პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიესსაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა.
არჩევნების პარალელურად, პარლამენტის შენობის მიღმა, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართა.
28-ე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი: რეჟიმის ჩამოშლა - ეს არის ალტერნატივა. ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა