შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში მათ დაურეკეს ათეულობით ადამიანს და დაარწმუნეს, რომ მათი ოჯახის წევრები ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობდნენ და „პრობლემის მოსაგვარებლად ქრთამის სახით საჭირო იყო გარკვეული თანხის გადახდა“.
„მოქალაქეებისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მათთან მიდიოდნენ ადგილზე, ეცნობოდნენ სხვა სახელითა და გვარით, ართმევდნენ თანხას და კრიპტოვალუტის საფულეზე რიცხავდნენ“, - წერია შსს-ს გავრცელებულ ცნობაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ დაზარალებულია 61 ადამიანი.
საქართველოს ერთი მოქალაქისა (2005 წელს დაბადებული ა.ტ.) და უცხო ქვეყნის სამი მოქალაქის (1988 წელს დაბადებული გ.მ., 2002 წელს დაბადებული რ.დ. და 1997 წელს დაბადებული ი.კ.) წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებულად ჩადენილი თაღლითობისთვის შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.