ვინ იმღერებს და რამდენს გადაუხდიან თბილისის მერიის საახალწლო კონცერტზე

თბილისი, რუსთაველის გამზირი

საახალწლო ღონისძიების გასამართად თბილისის მერიამ შპს „ქეი ივენთს“ გაუფორმა ხელშეკრულება. დოკუმენტის მიხედვით, 875 112 ლარად ღონისძიება უნდა გაიმართოს თბილისში, ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში.

„[მერია] იტოვებს უფლებას ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ მიმწოდებელთან შეთანხმებით შეცვალოს (დააზუსტოს) მომსახურების გაწევის ზუსტი თარიღი, დრო და ადგილი“, - წერია ხელშეკრულებაში.

შპს „ქეი ივენთსს“ და თბილისის მერიას შორის დადებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:

  • „რეზო და ბავშვები“ - 30 000 ლარი;
  • თიკა ჯამბურია, ირინე ბაირამაშვილი და ბენდი - 13 100 ლარი;
  • ანსამბლი „რუსთავი“ - 15 000 ლარი;
  • „ელის ბენდი“ - 6000 ლარი;
  • ჯგუფი „ბანი“ - 15 000 ლარი;
  • „ნანოს ბენდი“ - 8000 ლარი;
  • Latino Boys - 7000 ლარი;
  • კვარტეტი „ვივო“ - 2500 ლარი;
  • „ელიტ ბენდი“ - 5000 ლარი;
  • ანსამბლი „გორდელა“ - 15 000 ლარი;
  • Posutuve Band - 8000 ლარი;
  • „ზუკას ბენდი“ - 9000 ლარი;
  • ჯგუფი „ურსა“ - 46 460 ლარი;
  • „თბილისური კვარტეტი“ - 6000 ლარი;
  • ჯგუფი Reggaeon - 25 500 ლარი;
  • Goofy Land - 30 000 ლარი;
  • ჯგუფი „მიქსტურა“ - 15 000 ლარი;
  • ანსამბლი „ჰერიო“ - 8500 ლარი;
  • „ღამის შოუს“ ბენდი და წამყვანის ჰონორარი - 30 000 ლარი;
  • ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ - 15 000 ლარი;
  • „თეატრალური კვარტეტი“ - 15 000 ლარი;
  • დავით ილურიძის ბენდი - 10 000 ლარი;
  • ანსამბლი „ალილო“ - 11 200 ლარი;
  • ანსამბლი „შვიდკაცა“ - 14 000 ლარი;
  • ჯგუფი „ოჩოს ქოხი“ - 15 000 ლარი
  • ანსამბლი „ბასიანი“ - 12 000 ლარი;
  • ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4 - 12 000 ლარი;
  • ჯგუფი New One - 15 800 ლარი;
  • ანსამბლი „მძლევარი“ - 15 800 ლარი;
  • ბენდი „ქვევრი“ - 14 000 ლარი;
  • ანსამბლი „ერისიონი“ - 21 200 ლარი;
  • ანსამბლი „გურჯაანი“ - 3950 ლარი;
  • ნიკა ნიკვაშვილი და ორკესტრი - 40 000 ლარი.

ამავე კონტრაქტით გათვალისწინებულია ორკესტრით მსვლელობა და გაიმართება ლაივ შოუები.

შპს „ქეი ივენთს“

განახლება: ახალი ამბის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ საახალწლო კონცერტის მონაწილეთა სიაში იყო „ნალი ბენდი“. მოგვიანებით ბენდის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კობახიძემ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ მათ წელს კონცერტში მონაწილეობაზე მერიასთან არც შეთანხმება არ ჰქონიათ და არც შეთავაზება არ მიუღიათ.

კონცერტში არ მიიღებენ მონაწილეობას ანანო ღიბრაძე და ბენდი A'ges-ი, ჯგუფი „ფრანი“ - ამის შესახებ მათ საჯარო განცხადებები გააკეთეს.

რადიო თავისუფლებას ვარდელის სახელობის ორკესტრისა და ბენდი „სინთეზის“ წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ არც ისინი მონაწილეობენ საახალწლო კონცერტში.

კომპანია „ქეი ივენთსის“ დირექტორი ნინო ციციშვილი რადიო თავისუფლებას დაჰპირდა, რომ იურისტთან კომუნიკაციის შემდეგ მიაწვდიდა ინფორმაციას, რატომ აღარ სურთ მათ მიერ შედგენილ სიაში მყოფ ბენდებს საახალწლო კონცერტში მონაწილეობა. შეთანხმების მიუხედავად, მან სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

ასევე ნახეთ ზუგდიდის ნაძვის ხე საპროტესტო აქციის ფონზე აინთო

საახალწლო კონცერტი თბილისში პროევროპული აქციის პარალელურად უნდა გაიმართოს. უკვე 26 დღეა დედაქალაქისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას.