აშშ-ის სამხედროებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, წითელ ზღვაში, შეცდომით ესროლეს, ე.წ. "მეგობრული ცეცხლი" გაუხსნეს და ჩამოაგდეს F/A-18-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი. ორივე პილოტმა მოახერხა კატაპულტირება, მხოლოდ ერთი მსუბუქად დაშავდა.
ინციდენტის შესახებ იტყობინება აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა. მისი ცნობით, თვითმფრინავი აფრინდა ავიამზიდ „ჰარი ტრიუმენტიდან,“ როცა მას მოხვდა რაკეტა, რომელიც აშშ-ის ესმინეც „გეტისბერგმა“ ესროლა. ესმინეცი შედის საბრძოლო ხომალდების დამრტყმელ ჯგუფში, რომელსაც „ტრიუმენი“ მეთაურობს.
ორივე პილოტს მიაგნეს, იკვლევენ ინციდენტის მიზეზებს. აშშ-ის შეიარაღებული ძალები განთავსებული არიან რეგიონში იემენელ მეამბოხეების, ჰუთიტების მხრიდან საფრთხის გასანეიტრალებლად. წინა დღეს აშშ-მა დაარტყა იემენის დედაქალაქ სანასთან მდებარე ობიექტებს.
ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) წინააღმდეგ ღაზაში ისრაელის მიერ ომის დაწყების შემდეგ ჰუსიტები პალესტინელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რაკეტებს ისვრიან ისრაელის მიმართულებით და თავს ესხმიან, სხვათა შორის, სატრანსპორტო გემებს.
ჰუთიტებს ზურგს უმაგრებს და ეხმარება ირანი.
ასევე ნახეთ აშშ-ის არმიამ დაარტყა იემენის დედაქალაქ სანაში ჰუთიტების ობიექტებს