ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ისტერიკაშია, აქციებზე ხალხი აღარ დადის, ეუთომ დაასკვნა, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბერს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია “ისტერიულ” ვითარებაშია და აქციებზე ხალხს ვეღარ აგროვებს.

„ხედავთ, ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში. გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს. შემდეგ ხედავდით, რომ აზიარებდნენ გასული წლის აქციის ფოტომასალას. ხალხი აღარ დადის აქციებზე, ვერ მოახერხეს პოლიციის გამოწვევა, ძალადობით ვეღარ ახერხებენ პოლიციისთვის ასეთი გამოწვევის შექმნას. მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ასევე ნახეთ თბილისში აქციები გრძელდება - 21 დეკემბერს 20-ზე მეტი მარში გაიმართა

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნამ აჩვენა, რომ რიგგარეშე არჩევნების საჭიროება არ არსებობს.

“რეალურად არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ეუთო/ოდირმაც ბოლომდე გამოაცალა ყველანაირი საფუძველი რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ მცდელობას, რომ განახორციელონ საბოტაჟი” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე ნახეთ OSCE/ODHIR-ის დასკვნა ახალი არჩევნებისთვის კიდევ ერთი საფუძველია - სადამკვირვებლო ორგანიზაციები