ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ეუთო/ოდირის [OSCE/ODHIR] სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის არჩევნებზე წინასწარ არსებულ ეჭვებს ადასტურებს.
„ჩვენი სერიოზული შეშფოთება დაადასტურა OSCE/ODHIR-მა, თავის საბოლოო ანგარიშში, საქართველოში ახლახან ჩატარებულ არჩევნებზე. როდესაც არჩევნები დარღვევით ტარდება, დემოკრატია საფრთხის წინაშე დგას“, - აღნიშნავს ნორვეგიელი მინისტრი სოციალურ ქსელში.
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა ეუთო/ოდირმა 20 დეკემბერს გამოქვეყნდა.
„არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რაც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამ ყველაფერმა, შერწყმულმა არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან, მოახდინა კომპრომეტირება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობისა, მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე“, - წერია ანგარიშის ტექსტში.
ანგარიშში ლაპარაკია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე, ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენაზე. ODIHR-ის შეფასებით, არჩევნების შემდგომი მოვლენები და საჩივრები არასათანადოდ იქნა განხილული, რამაც შეზღუდა სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობა.
ასევე ნახეთ ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობა - რა რეკომენდაციები აქვს OSCE/ODHIR-ს„ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავის მხრივ აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის არჩევნებს შემდგარად აცხადებს და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ ეჭვებს აქრობს.
ახალი არჩევნების დანიშვნა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საპროტესტო აქციებზე, რომლებიც საქართველოში, უკვე სამ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს. მეორე მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხება.