საქართველოს მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პოლიციის მაღალჩინოსნებს შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც პროევროპული აქციების დაშლაში მონაწილეობდნენ. მათ შორის - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მიერ სანქცირებული პირები.
ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ:
- შს მინისტრს, ვიცე-პრემიერ ვახტანგ გომელაურს;
- შს მინისტრის პირველ მოადგილე შალვა ბედოიძეს;
- შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს;
- შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზს;
- შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძეს;
- შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ თემურ კუპატაძეს;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძეს;
- თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილს;
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ხარაზიშვილს;
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს, მილერი ლაგაზაურსა და მირზა კერზევაძეს.
უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გაცემა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დაელოდებიან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ თუ რომელიმე მოხელეს სანქცირების გამო ფინანსური დანაკლისი შეექმნება, „სახელმწიფო აუნაზღაურებს“.
ასევე ნახეთ თუ სანქციების გამო რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს - კობახიძე„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესება დაიწყო 2023 წელს და 2024 წელში გააქტიურდა.