"ოთხი-ხუთი კვირა დიდი დროა. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ამ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს სივრცე. საბოლოო ჯამში, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სოლიდარული ვართ და მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
როგორც სახელმწიფო მდივანმა [ენტონი] ბლინკენმა თქვა, ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვისზეც ვფიქრობთ, რომ ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში", - თქვა ვედანტ პატელმა 18 დეკემბერს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
5 დეკემბერს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააანონსა.
„შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში - მათ შორის, ვინც თრგუნავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას - პასუხს აგებენ. გარდა იმისა, რომ, როგორც ადრე გამოვაცხადეთ, ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა გრძელდება, შეერთებული შტატები ახლა ემზადება, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“, - წერია განცხადებაში.
ასევე ნახეთ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი დამატებით სანქციებს აანონსებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ასევე ნახეთ რით დაიწყო და როგორ გაგრძელდა "ოცნების" დასჯა - ყველაფერი ერთად სანქციებზე21-ე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.