"ჩეხეთი გმობს საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ბოლოდროინდელ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ვალდებულებას, 230 000 ევროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის გადაუდებელი გამოყოფით", - წერია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა.
ასევე ნახეთ სია - ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტებს, რომლებსაც ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უჩერებს ასევე ნახეთ მოვუწოდებთ 27-ვე წევრ ქვეყანას, მიაღწიონ შეთანხმებას სანქციებზე - ევროპარლამენტის პრეზიდენტიმეოცე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.