ფერმწერ მაკა დადიანს ევროპაში, განსაკუთრებით შვეიცარიაში, კარგად იცნობენ. წლები გადის. მაკა მიეჩვია ევროპის ამ მყუდრო ქვეყანას, თუმცა თვალი სამშობლოსკენ უჭირავს.
ფერმწერი ციურიხში, თავის სახელოსნოში მუშაობს, იქ ხატავს. მისი ფანჯრები ციურიხის ტბას გადაჰყურებს და შესანიშნავი ხედი მაქვსო, მიამბო. გარეთ არ მუშაობს, უფრო ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა უყვარს ატელიეში.