ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი

მაშველები სარაკეტო დარტყმის შემდეგ ნანგრევებს ასუფთავებენ. ზაპოროჟიე, 10 დეკემბერი, 2024.

ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, 14 დაიჭრა. ამის შესახებ საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი იტყობინება. მისი სიტყვებით, თავდასხმის შედეგად დაინგრა კერძო კლინიკა და დაზიანდა მეზობელი შენობები. დაშავებულთა შორის არის ორი ექიმი.

ფიოდოროვმა იერიშის ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა. მაშველები ასუფთავებენ ნანგრევებს, რომელთა შორის შეიძლება ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

6 დეკემბერს ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. დაიჭრა 26 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, რომელთაგან ერთ-ერთი სამი თვისაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 10 დეკემბრის იერიშზე კომენტარი არა გაუკეთებია. მოსკოვი უარყოფს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს.

ასევე ნახეთ რუსეთის ჯარი თავს დაესხა ზაპოროჟიეს, დაიღუპა 9 ადამიანი