“ასე კლასში ვერ შევიდოდი, რობოტი არ ვარ” - გაფიცული მასწავლებელი

Your browser doesn’t support HTML5

“მე გავიფიცე! მაპატიეთ, ჩემო პატარებო, მშობლებო, კოლეგებო, ვერ ჩავატარებ გაკვეთილს მაშინ, როცა ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს თავებს უჩეჩქვავენ”, - დაწერა ფეისბუკზე ზეინაბ შავაძემ, ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა და ორშაბათს სკოლაში აღარ მისულა.