მოგვიანებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ განმარტა, რატომ შეირჩა 2025 წლისთვის ეს სლოგანი.
„მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა მოუტანეს საქართველოს და ჩვენს დედაქალაქს“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ კალაძემ განმარტა, რომელი გამარჯვებებით არის სავსე თბილისინაძვის ხეს, რომელსაც თავისუფლების მოედანზე აწყობენ, თბილისის მერია ბოლო წლებია იყენებს საახალწლო სლოგანების გასაჟღერებლადაც.
გასულ წლებში დედაქალაქის საახალწლო სლოგანები იყო:
2018 წელს - სიცოცხლით სავსე ქალაქი;
2019 წელს - სიყვარულით სავსე ქალაქი;
2020 წელს - ისტორიით სავსე ქალაქი;
2021 წელს - სოლიდარობით სავსე ქალაქი;
2022 წელს - გვიყვარდეს ერთმანეთი;
2023 წელს - მშვიდობის ქალაქი;
2024 წელს - ევროპული ქალაქი.
თერთმეტი დღეა დედაქალაქის ცენტრში არ წყდება ათასობით ადამიანის პროტესტი - მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველ პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
თავისუფლების მოედანი პარლამენტის შენობიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს. ყოველ საღამოს, როცა ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში, პოლიციას გამოჰყავს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მანქანები და სხვა საპოლიციო ძალები. ისინი ყოველ ღამე შლიან რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს, მათ ნაწილს კი იჭერენ.
თბილისის მერიამ 8 დეკემბერს, გვიან ღამით დაიწყო საახალწლო ნაძვის ხის აწყობა პარლამენტის შენობის წინაც.
ასევე ნახეთ პარლამენტის წინ ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს„ვისმენ კონკრეტულ განცხადებებს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმ რადიკალების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ სხვადასხვა ქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, ომის დროსაც კი იდგმება საახალწლო ნაძვის ხე იმისთვის, რომ ადამიანებს, პატარებს მაქსიმალურად შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ასეთი რამ უკრაინაშიც ბევრჯერ გვინახავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 დეკემბერს.
შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, სწორედ ამ დღეს იგეგმებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საახალწლო ნაძვის ხის ანთება.