საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ზელენსკის შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის. 7 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად.

სალომე ზურაბიშვილმა X-ის გაავრცელა ტექსტი, რომელშიც მადლობას უხდის უკრაინის პრეზიდენტს, საქართველოს ხალხისთვის მისი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.

“ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ევროპული მომავალისთვის ბრძოლა გაიმარჯვებს, სხვა ალტერნატივა არ არის" - წელს სალომე ზურაბიშვილი.

ზელენსკიმ, როგორც მან დაწერა X-ით გავრცელებულ ტექსტში, უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ ხალხს: „მე გამოვხატე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი, რომელიც იბრძვის ღირსეული მომავლისთვის და აღვნიშნე, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და არდაშვება იმისა, რომ (ბიძინა) ივანიშვილის მთავრობამ ქვეყანა პუტინს გადასცეს, არსებითია რეგიონის მომავლისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ის თვლის, რომ რუსეთისთვის საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება, არამედ - შავი ზღვისპირა მთელი რეგიონის კონტროლს, რაც საფრთხეა მთელი რეგიონის და მთელი ევროპის მოსახლეობისთვის.

"დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ უკრაინა კოორდინირებულად იმოქმედებს არა მხოლოდ პარტნიორებთან ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, რათა უზრუნველყოს სისტემური პასუხი და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისი უფლებების დაცვაში, იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი" - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკი პარიზში 7 დეკემბერს პირისპირ შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს, ასევე მასპინძელს, პრეზიდენტის ემანუელ მაკრონს და სხვა ქვეყნების ლიდერებს.

2019 წლის ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანებულ ტაძარი, პარიზის და საფრანგეთის სიმბოლო - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ კვლავ იხსნება.

საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც 7 დეკემბერს საღამოს იმართება, მსოფლიოს 30 სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩადის, მათ შორის არიან ბრიტანეთის პრინცი, უილიამი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი და სხვები.

ასევე ნახეთ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში გაემგზავრა