„უარს ვამბობთ სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე!“ -  მუსიკოსების მანიფესტი

ფოტოილუსტრაცია

ასამდე ქართველი მუსიკოსი და მუსიკალური ბენდი ავრცელებს მანიფესტის ტექსტს, რომლის მიხედვითაც ქართველი შემსრულებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აფიქრებინებთ მათ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტი უნდა გაფართოვდეს და გადაიზარდოს საერთო გაფიცვაში.

მანიფესტზე ხელმომწერები გმობენ "პროტესტანტების მიმართ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენებას, მაროდიორობას, უკანონო დაჭერას, დაშინებასა და მრავალ სხვა დანაშაულებრივ მეთოდს, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს".

მათ განცხადებით საქართველოში შექმნილ ვითარებაში, "სადაც ადამიანებს ყოველდღიურად დევნიან, სცემენ და უკანონოდ აკავებენ თავისუფლების ერთგულებისა და ევროპული მომავლის დაცვის გამო" შეუძლებელია დარჩნენ რეაგირების გარეშე.

ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

"ერთის მხრივ, მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას. მეორეს მხრივ, სახელმწიფო ღონისძიებები იმართება არალეგიტიმური მთავრობის მიერ იმ ხალხისგან შევსებული ბიუჯეტით, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს სამშობლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მუსიკოსები, პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე", - წერია მუსიკოსების მანიფესტში, რომელიც 5 დეკემბრის საღამოს გავრცელდა.

სია განახლებადია. მას ხელს აწერენ:

  1. ნინო ქათამაძე
  2. მწვანე ოთახი
  3. თამადა
  4. Soft Eject
  5. მაია დარსმელიძე
  6. რობი კუხიანიძე & ჯგუფი Outsider
  7. ბექა გოჩიაშვილი
  8. Bedford Falls
  9. MOKUMOKU
  10. არა
  11. Creams
  12. Mechanical Rainbow
  13. ერეკლე დეისაძე
  14. Melqo
  15. Circus Mircus
  16. LOUDspeakers
  17. SKAZZ
  18. Killages
  19. 4D Monster Lobsters
  20. მებო ნუცუბიძე
  21. ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები
  22. გამოუვალი მდგომარეობა
  23. ჯგუფი ყველა
  24. Zviad Mgebry
  25. მურმან წულაძე
  26. Anushka Chkheidze
  27. Will Kolak
  28. Tape Visitors
  29. LIOwithILA
  30. Sexy Bicycle
  31. Lua
  32. Nikala
  33. Mellow
  34. AVARA
  35. ელენე გოგოძე
  36. კოლექტივი
  37. DEENA
  38. Postalion
  39. On The Road
  40. Tanu Stibellyus
  41. ONEFORTY
  42. დავით მუნჯიშვილი
  43. NAKASHA
  44. MISHVARDI
  45. Noki
  46. Hiver Den
  47. IAMNIKITA
  48. სამართ(ლ)ებელი
  49. ინდი მეწარმეები
  50. ქაჯი თოდია
  51. ბულბულა
  52. ნიკა ჩოხელი
  53. FLOWFLOW MAGAZINE
  54. გიო რუსია
  55. პინო
  56. Echo
  57. STUTTER
  58. MVYKL
  59. TOVLY
  60. SOPO
  61. Koa mohawke
  62. Process
  63. TRIGGER
  64. Amstrd.
  65. Process
  66. Progenol
  67. Dito
  68. ნათია სართანი
  69. Nuka Gabunia
  70. Kuji Tabaghua
  71. ლაშა ნათენაძე
  72. Sophie Villy
  73. 9Rhyme
  74. ANTICS,HEYS
  75. Anman
  76. ანიჩკა სიხარულიძე
  77. David Delgma
  78. Band E Roll
  79. მარიამ კუბანსკი
  80. ხუტა სალია
  81. ლევან სიდიანი
  82. ზუკა სიმონიშვილი
  83. Tetso
  84. თამთა მანძულაშვილი
  85. პელარგონია
  86. ბარბარე გრიშაშვილი
  87. თორნიკე ჯაფიაშვილი
  88. მირანდა ნამიჭეიშვილი
  89. ზურაბ კოსტავა
  90. RTNH
  91. გიგი კობერიძე
  92. ბექა ჩხარტიშვილი

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს. პოლიცია ფიზიკურად უსწორდება და აკავებს არა მხოლოდ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც სამართალდამცავებს პიროტექნიკას, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესვრიან, არამედ მშვიდობიან დემონსტრანტებსაც. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.