„ვამზადებთ ჩვენს იურიდიულ რეაქციას და ევროპელ და სხვა პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ კონკრეტულ მოქმედებებზე. გავეცი დავალება შესაბამისი სასანქციო გადაწყვეტილებების მომზადებაზე“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 4 დეკემბრის დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და პოლიტიკური ვითარების ესკალაციას.
„ის, თუ როგორ უბიძგებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ, ცხადია, არ არის ერთი ხალხისა და მხოლოდ ჩვენი რეგიონის პრობლემა. ეს უბრალოდ სამარცხვინოა, რაებზეც მიდიან ისინი ახლა საკუთარი ხალხისვე წინააღმდეგ. და როცა მოსკოვში აქებენ საქართველოს ამ ხელისუფლებას, ეს მკაფიოდ უსვამს ხაზს, ვისზე მუშაობენ ისინი ახლა თბილისში და ვისთვის არბევენ პროტესტებს. ეს ნამდვილად არ კეთდება საქართველოსთვის“.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საკუთრივ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების გარდა, მან დღეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოხსენებაც მოისმინა.