"ძალადობისა და რეპრესიის მე-6 დღე", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე. მან სპეცრაზმელებს "ქართული ოცნების" "ომონი" უწოდა და განაცხადა, რომ პოლიცია არაპროპორციულ ძალას იყენებს.
"მშვიდობიანი პროევროპული აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" "ომონის" ძალებმა სასტიკად დაარბიეს. ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება არაპროპორციულად. არის მასობრივი დაპატიმრებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები", - წერს ზურაბიშვილი.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების დაშლა უკვე ერთი საათია, დაიწყო.
ასევე ნახეთ "აქციის აგრესიულმა წევრებმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები დაიწყეს" - შსს ისევ აფრთხილებს მოქალაქეებსდაახლოებით 23:24 საათზე, პოლიცია წყლის ჭავლისა და სახანძრო მანქანების თანხლებით დაიძრა თავისუფლების მოედნიდან და პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეები, წინა დღეების მსგავსად, კვლავ "თბილისი მერიოტის" მიმართულებით გადაიყვანა. შედეგად, პარლამენტისა და "ცისფერი გალერეის" წინ არსებული ტერიტორია სრულად დაიკავა პოლიციამ.
სპეცრაზმმა წყლის ჭავლი დაახლოებით 23:32 საათზე გამოიყენა, პერიოდულად ისვრიან გაზის კაფსულებსაც. მიუხედავად ამისა, ათასობით მომიტინგე რუსთაველის გამზირზე რჩება და პროტესტს განაგრძობს.
ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი