„ნუ აბრალებთ სხვებს" - აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას"

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მორიგი პოსტი, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და მათ შედეგებს ეხება.

საელჩოს თანახმად, „ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და „ქართულმა ოცნებამ" დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან:

„ნუ აბრალებთ სხვებს".

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 30 ნოემბერს, მას შემდეგ შეაჩერა, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.

ასევე ნახეთ „ყველაფერი გასაგებია“ - აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, რომ არ სურთ 2028 წლამდე მოლაპარაკების გახსნა ევროკავშირთან